ვორქშოპები
პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სესიები
UCSA-ს ვორქშოფები ორიენტირებულია კონკრეტული ტექნიკური უნარების მოკლე დროში ათვისებაზე. მონაწილეები მუშაობენ რეალურ სცენარებსა და სიმულაციურ გარემოში, სადაც ეცნობიან OSINT-ის, ფიშინგის ანალიზის, ღრუბლოვანი უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური მიმართულებების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.
წაიკითხეთ მეტიტრენინგები
სიღრმისეული საგანმანათლებლო პროგრამები
ჩვენ გთავაზობთ როგორც ფუნდამენტურ, ისე სპეციალიზებულ ტრენინგ-კურსებს ინდივიდუალური პირებისა და ორგანიზაციებისთვის. პროგრამები ფარავს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს, ეთიკურ ჰაკინგს, ინციდენტებზე რეაგირებასა და ციფრულ ჰიგიენას.
წაიკითხეთ მეტიკონფერენციები
ინდუსტრიის ლიდერებისა და ექსპერტების შეხვედრის ადგილი
UCSA-ს კონფერენციები აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ეს არის პლატფორმა გლობალური ტრენდების, საკანონმდებლო რეგულაციების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სექტორული გამოწვევების განსახილველად.
წაიკითხეთ მეტიჰაკათონი
ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების მარათონი
ჰაკათონები მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი, შემოქმედებითი და პრაქტიკული პროექტების შექმნას. მონაწილე გუნდები შეზღუდულ დროში მუშაობენ რეალური პრობლემების გადაჭრაზე, პროტოტიპების შექმნასა და ინოვაციური პროდუქტების შემუშავებაზე.
წაიკითხეთ მეტიCTF
ტექნიკური შეჯიბრებები და პრაქტიკული გამოწვევები
UCSA CTF არის კიბერუსაფრთხოების შეჯიბრი, სადაც მონაწილეები ტესტავენ თავიანთ უნარებს ვებ-უსაფრთხოებაში, კრიპტოგრაფიაში, რევერს-ინჟინერიაში, OSINT-სა და ფორონზიკაში. შეჯიბრი ეხმარება მონაწილეებს პრაქტიკული აზროვნების გაღრმავებასა და ნიჭის გამოვლენაში.
წაიკითხეთ მეტი