UCSA

ჩვენს შესახებ

გაერთიანებული კიბერუსაფრთხოების ასოციაცია

UCSA - საქართველოს კიბერუსაფრთხოების ასოციაცია - არის პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში კიბერუსაფრთხოების კულტურის, ცოდნისა და პროფესიული სტანდარტების განვითარება. ასოციაცია აერთიანებს კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს და ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე უსაფრთხოების პრაქტიკების დანერგვას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრენინგებს, სემინარებს, კიბერუსაფრთხოების ბანაკებს, კვლევით და პრაქტიკულ პროექტებს, ასევე პროფესიულ და საერთაშორისო თანამშრომლობას.

UCSA-ს ხედვაა შექმნას ეკოსისტემა, სადაც კიბერუსაფრთხოების ცოდნა და გამოცდილება ხელმისაწვდომია როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის. ასოციაცია ხელს უწყობს ეთიკური ჰაკინგის, პასუხისმგებლიანი გამჟღავნების, უსაფრთხოების კვლევისა და კანონიერ ჩარჩოებში განხორციელებული პრაქტიკული სწავლების განვითარებას. ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს კომპანიებთან კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასების, ცნობიერების ამაღლების, პროფესიული კონსულტაციისა და სხვა უსაფრთხოების მიმართულებებით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში უფრო მდგრადი და უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნას.

გაიცანით

ორგანიზაციული ინფორმაცია

მისია, მმართველობა, გუნდი და გამჭვირვალობა - როგორ ემსახურება UCSA წევრებსა და ქვეყანას.