გაიცანით UCSA
ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ციფრული სივრცის დაცვა აღარ არის მხოლოდ ცალკეული კომპანიების თუ ორგანიზაციების ამოცანა. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ოფიციალურად დაფუძნდა გაერთიანებული კიბერუსაფრთხოების ასოციაცია: UCSA, United Cybersecurity Association.
UCSA არის არაკომერციული (არასამეწარმეო), პროფესიული ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში კიბერუსაფრთხოების კულტურის, განათლების, კვლევებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება.
ჩვენი მისიაა შევქმნათ უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდგრადი კიბერეკოსისტემა საქართველოში.
ამისთვის გავაერთიანებთ:
- სფეროს მოქმედ პროფესიონალებსა და ექსპერტებს
- სტუდენტებსა და ახალგაზრდა ტალანტებს
- უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ცენტრებს
- კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს
- საერთაშორისო პარტნიორებს
წინ გველოდება პრაქტიკული ვორქშოპები, ტრენინგები, CTF შეჯიბრებები, OSINT და DFIR მიმართულებების განვითარება, კვლევები და შეხვედრები, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება ზრდისა და წვლილის შეტანის შესაძლებლობა.
მოგვყევით, გახდით ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ერთად ავაშენოთ უსაფრთხო ციფრული მომავალი.
შემოუერთდით UCSA-ს LinkedIn გვერდს, ადევნეთ თვალი სიახლეებს და გახდით ცვლილებების ნაწილი.